რეგულარული ფრენები პირველ ნოემბრამდე გადაიდო
საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ნოემბრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნოტამი გამოსცა. საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ნოემბრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნოტამი გამოსცა.

დოკუმენტში ვკითხულობთ:
"საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).“

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, რეგულარული ფრენები 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა, არაერთხელ შეცვლილი თარიღი, კიდევ ერთხელ გადაიდო.
| Print |
FaceBook Twitter Google