სოფელ მატანში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსის ორი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ორივე სოფელ მატანში მცხოვრები კაცის ახლო კონტაქტია, რომელსაც 5 სექტემბერს გორში ქორწილი ჰქონდა.

დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ადგილზე ეპიდემოოლოგები მუშაობენ და კონტაქტებს იკვლევენ.
| Print |
FaceBook Twitter Google