ახმეტის ჩაკეტვა ჯერჯერობით არ იგეგმება - ირაკლი შიოშვილი
ახმეტის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა ჯერჯერობით არ იგეგმება - ამის შესახებ ჟურნალისტებს კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით,კორონავირუსის გამო სწავლის გადადება არ იგეგმება და კახეთის ყველა სკოლაში პროცესი ხვალ განახლდება.       "მატანში განთავსდა პოლიციის ბოლკ-პოსტი. ტესტირება უკვე 100-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა ჯერჯერობით არ იგეგმება, დინამიკაში გადავწყვეტთ,იმის მიხედვით თუ რა მონაცემები გვექნება,"-განაცხადა შიოშვილმა.      ცნობისთვის,დღეს სოფელ მატანში კორონავირუსის 15 შემთხვევა გამოვლინდა.
| Print |
FaceBook Twitter Google