კახეთში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 სექტემბერს გვიან საღამოდან 16 სექტემბრის დილამდე და 16 სექტემბერს გვიან საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე კახეთის რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი.

შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ალაზნის მარცხენა შენაკადებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
| Print |
FaceBook Twitter Google