სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა
დღეს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სააწავლებლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნუციპალიტეტებში საკლასო ოთახებში განახლდა.

1-ლი ოქტომბრიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. სამინისტროს მხრიდან სკოლები უზრუნველყოფილია სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომლის გადაცემაც მოსწავლეებისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება ელექტრონული ჟურნალიც, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს.

სამინისტროს მიერ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლა / სწავლა /