შუალედური არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დასრულდა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების  საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია .

ცესკო-ს ინფორმაციით, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის, რეგისტრაცია 13-მა საარჩევნო სუბიექტმა გაიარა.


2020 წლის 31 ოქტომბერს 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.


„საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდება ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე. მერების რიგგარეშე არჩევნები კი - კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში - 254 საარჩევნო უბანზე.“ - აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა და მერებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.



| Print |
FaceBook Twitter Google