სიღნაღში შსს-ს ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 2 სიღნაღშია, 1- სოფელ მატანში, ხოლო ერთი- ლაგოდეხში. სიღნაღში covid -19 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დაუდასტურდათ. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათი გადაყვანა თვილისში იგეგმება. დაჯნფიცირების წყარო უცნობია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ვირუსი ე.წ ქორწილის კონტაქტის კონტაქტს აღმოაჩნდა. კაცი ახლა საკუთარ საცხოვრებელ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა მას  თბილისში,  სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ. დაინფიცირებულის ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კახეთიდან სამედიცინო ცენტრ “ციტოში” 520 ნიმუშია გაგზავნილი, რომელთა პასუხები დღეს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
| Print |
FaceBook Twitter Google