კახეთში 60 ათას ტონამდე ყურძენია მოკრეფილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში 60 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან: 42 ათასი ტონა “რქაწითელი”, 11 ათასი ტონა “საფერავი”, 1,4 ათასი ტონა “კახური მწვანე” და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყურძნის გადამუშავების დღე-ღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია. ყოველდღიურად, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 40-50 დიდი და საშუალო ღვინის კომპანია. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 260 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში კი უკვე ჩართულია ღვინის 80 საწარმო.

“რთველი 2020”-ის ფარგლებში, კახეთში ყურძნის მოსავლის საპროგნოზო რაოდენობა 300 ათასი ტონაა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ყურძენი /