ლაგოდეხში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ლაგოდეხის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც speqtri.ge-ს ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაკა ხმალაძემ განუცხადა, მოზარდს სიმპტომები არ აღენიშნება. "ეს შემთხვევა ბათუმიდან ჩამოსული შემთხვევის კონტაქტია. ბავშვი და მთლიანად მისი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, არც სკოლაში უვლია. ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მისი კონტაქტები უკვე შესწავლილია,"-აღნიშნა speqtri.ge-სთან ხმალაძემ.
| Print |
FaceBook Twitter Google