ყვარელში სასწრაფო დახმარების შენობა გაიხსნა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ,ყვარელში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გახსნა.
საქართველოს მასშტაბით ეს 26-ე ცენტრია.„საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 27 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითთმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს“-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




| Print |
FaceBook Twitter Google