ყურძნის ყველაზე დიდი რაოდენობა გურჯაანის მუნიციპალიტეტშია გადამუშავებული
დღევანდელი მონაცემებით, კახეთის რეგიონში 80 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, საიდანაც 60 ათასი ტონა “რქაწითელი”, 15 ათასი ტონა “საფერავი”, 1,6 ათასი ტონა “კახური მწვანე” და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი ღვინის საწარმო.

ყურძნის ყველაზე დიდი რაოდენობა გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში- 25 ათას ტონამდე, შემდეგ მოდის სიღნაღი - 17 ათასი ტონა და ყვარელი - 15 ათასი ტონა.

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “რქაწითელისა” და “კახური მწვანის” ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ხორციელდება.

ქარხნები 1 კილოგრამ რქაწითელს 80 თეთრად იბარებენ,საფერავს კი 1 ლარად და 50 თეთრად.
| Print |
FaceBook Twitter Google