ლაგოდეხში კორონავირუსით ორი მცირეწლოვანი დაინფიცირდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ორივე მათგანი მცირეწლოვანი ბავშვია და მათ თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, კორონავირუსის გამოვლენის პრევენციული ღინისძიებების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც ამ ეტაპზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.
დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში სულ 6 კლასტერია გამოვლენილი, ხოლო covid -19 კახეთში 34 ადამიანს ლაბორატორიულად დაუდასტურდა.


| Print |
FaceBook Twitter Google