საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი.

„მასთან ერთად, გადმოიყვანეს კიდევ სამი ადამიანი. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. გარდაცვლილი 60 წლის ქალბატონია. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. მას ასევე თანარსებული დაავადებები ჰქონდა“, - განაცხადა მან.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ინფიცირებულთა გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 0,54%-ია.

პაციენტი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ის მართვით სუნთქვაზე იყო. პაციენტი მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

| Print |
FaceBook Twitter Google