როგორი ამინდი იქნება საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-25 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.  თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 21-22 სექტემბერს +24,+26, ხოლო 23-25 სექტემბერს +27, +29 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google