რთველი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს - ლევან დავითაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში, საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის ორგანიზაციულ საკითხებს გაეცნო.
„რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. უკვე იწყება პიკური პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება ათი ათას ტონაზე მეტი იქნება. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოსთვის, კახეთში წარმოებული ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებული იქნება. საკოორდინაციო შტაბი სრულადაა მობილიზებული. დღე-ღამეში ასეთი ოდენობის ყურძნის გადამუშავება ნიშნავს რამდენიმე ათასი დატვირთული სატვირთო მანქანის მიღებას. ეს საკმაოდ მასშტაბური პროცესია, რომელსაც სჭირდება კარგი კოორდინაცია და კონტროლი, რისთვისაც სამინისტროს ყველა შესაბამისი რგოლი რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობს. შეფერხება, ფაქტობრივად, არ გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მევენახეებმა ყურძენი უპრობლემოდ ჩააბარონ და მიიღონ ანაზღაურება. 2020 წელსაც რთველი წარმატებით ჩატარდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

21 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 60-ზე მეტი ღვინის საწარმო.

მიმდინარე წელს, პანდემიის შედეგად შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის ყველა ის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ, 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს, არანაკლებ, 0,80 ლარს გადაუხდის. აღნიშნულ შემთხვევაში, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია 0,30 ლარის ოდენობით როგორც 1 კგ რქაწითელზე, ისე 1 კგ კახურ მწვანეზე.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ერთ- ერთმა რესტორმა
მუშაობა შეაჩერა. მიზეზი ობიექტის მეპატრონის კორონავირუსით
დაინფიცირება გახდა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ერთ- ერთმა რესტორმა მუშაობა შეაჩერა. მიზეზი ობიექტის მეპატრონის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.
14:49 / 26.10.2020
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სამედიცინო
პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით, სამედიცინო უნივერსიტეტების
მაღალკურსელ სტუდენტების გადამზადება მოხდება.
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით, სამედიცინო უნივერსიტეტების მაღალკურსელ სტუდენტების გადამზადება მოხდება.
13:42 / 26.10.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-30 ოქტომბერს დასავლეთ
საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის
ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე გათბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-30 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე გათბება.
13:11 / 26.10.2020
გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ერთ - ერთ თანამშრომელს
კორონავირუსი დაუდასტურდა. დირექტორის, ნინი ნადირაძის განმარტებით,
თანამშრომელი ბოლოს რეპეტიციაზე ხუთი დღის წინ იმყოფებოდა.
გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ერთ - ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დირექტორის, ნინი ნადირაძის განმარტებით, თანამშრომელი ბოლოს რეპეტიციაზე ხუთი დღის წინ იმყოფებოდა.
13:04 / 26.10.2020
სამართალი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გვიან ღამით ერთი მაღაზია გაქურდეს, ასევე გაქურდეს მეორე მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატი.
12:58 / 09-10-2020
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში,  “მინივენის” და “ოპელის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.
20:51 / 08-10-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს ერთ- ერთ ფერმაზე, ქალმა 30 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფით მიაყენა.
17:11 / 07-10-2020
ეკონომიკა
ქალაქ თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება.
13:38 / 15-09-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ციხესთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი მილიონ 402 490 ლარზე უკვე გამოაცხადა.
11:49 / 08-09-2020
სხვა ამბები
მოხარული ვარ, რომ დღეს, ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებთან ერთად, ამ ულამაზეს ქალაქში ვიმყოფები.
14:25 / 18-10-2020
„შემდგომი 4 წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები, იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფოთში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე განაცხადა.
13:54 / 18-10-2020
„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ გვაქვს უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, ამიტომ შემდეგი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის, ჩვენი ქვეყნის მთავარი საზრუნავი იქნება კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად“
12:50 / 18-10-2020
ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე დღეს თქვენს წინაშე, ადამიანების წინაშე, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ თავიანთი მუნიციპალიტეტი, თავიანთი მხარე და ჩვენი ქვეყანა.
12:01 / 18-10-2020
ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას
11:55 / 18-10-2020
„ვერავინ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ, ეს არის საზოგადოების ხელში, ვისაც სჯერა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების და სამართლიანი სახელმწიფოსი.
21:30 / 17-10-2020
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
15:40 / 23-10-2020
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8137
USD
USD
1
3.2202
GBP
GBP
1
4.2098
TRY
TRY
1
0.4046
RUB
RUB
100
4.2174
ამინდი
გურჯაანი 9 / 21 °C
img
საგარეჯო 9 / 20 °C
img
დ.წყარო 8 / 21 °C
img
სიღნაღი 9 / 22 °C
img
ლაგოდეხი 9 / 21 °C
img
ყვარელი 9 / 21 °C
img
თელავი 11 / 21 °C
img
ახმეტა 9 / 21 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.