შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში Covid-19 ლაბორატორიულად შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს დაუდასტურდა.

მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. უწყების ინფორმაციით, 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში; 3 - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში;კორონავირუსის 1 ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში;1 შემთხვევა გამოვლინდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში;1 შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში;2 შემთხვევა კი დადასტურდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში.

ასევე, კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 შემთხვევა თბილისში - დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში.
შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.

ცამეტივე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

| Print |
FaceBook Twitter Google