კახეთში 170 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
25 სექტემბრის მონაცემებით კახეთში 170 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

აქედან 123 ათასი ტონა რქაწითელი, 39 ათასი ტონა საფერავი, 2, 8 ათასი ტონა კახური მაწვანე და სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 13 ათასი ტონის ფარგლებშია. უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მოსავალი 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / რთველი /