აჭარის გარდა ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა 19 ოქტომბრიდან განახლდება
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, აუდიტორიებში განაახლებენ ფუნქციონირებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები. ჩვენ, ჩვენს ბავშვებს - უნივერსიტეტების სტუდენტებსა და სკოლების მოსწავლეებს, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განაგრძონ მეცადინეობა“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

| Print |
FaceBook Twitter Google