გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-30 სექტემბერს დასავლეთ
საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი
უწყების ინფორმაციიტ, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება.
1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე
დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და
დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და
ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია
მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი.
ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები