კარდენახში დაჭრილი 24 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში თანასოფლელის მიერ დაჭრილი ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის ხელმძღვანელმა გელა ორველაშვილმა განუცხადა, მას რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში სულ მალე გადაიყვანენ. მისივე ინფორმაციით,ახალგაზრდას ღვიძლი ჰქონდა დაზიანებული.                                                                       ცნობისთვის, 24 წლის ახალგაზრდა თანასოფლელმა ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 27 სექტემბრის ღამეს დაჭრა.
| Print |
FaceBook Twitter Google