კახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ინფორმაციით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილური და მართვადია. სექტემბრის თვეში კორონავირუსის  52 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია: ლაგოდეხი-18, ახმეტა -16, გურჯაანი -7, ყვარელი -5, სიღნაღი - 5, დედოფლისწყარო -1. რაც შეეხება თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს, აქ  ინფიცირების  შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
| Print |
FaceBook Twitter Google