I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი განახლდა
დღეიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. რაც შეეხება VII-XII კლასებს, ისინი აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება ყველა კლასის მოსწავლეებისთვის. მთელი აჭარის ტერიტორიაზე კი დღეიდან სასწავლო პროცესი დისტანციურია. თუ მშობელს ურჩევნია, ბავშვმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, მას ამის შესაძლებლობა ექნება. ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში კი სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდება.

| Print |
FaceBook Twitter Google