2021 წლის ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის ინფორმაციით, 2021 წლის ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.

„ მოდელი იგივე რჩება რაც იყო წინა წელს, იქნება სამი სავალდებულო გამოცდა და მეოთხე იქნება იმის მიხედვით მოითხოვს თუ არა უნივერსიტეტი. სამედიცინო მიმართულებაზე ისევ ოთხი გამოცდაა, არაფერი არ იცვლება. ცვლილება შეიძლება შეეხოს მაგალითად ტექსტის ხანგრძლივობას, გვინდა ვნახოთ რამდენად შესაძლებელია ცოტათი მაინც შევამციროთ ზოგიერთი ტესტის დრო, რომელიც მაგალითად 4-საათიანია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფორმატში გარკვეული ცვლილებები და გარკვეული ტიპის დავალებების ცვლა.მოკლედ, ყველა ამ ტესტზეა ორიენტირებული და ცოდნას კი არ იღებენ, არამედ ტექსტის შევსების ტექნიკას სწავლობენ, ამ კუთხით ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს. ამიტომ, აბიტურიენტებს ვთხოვ, რომ თვალი ადევნონ ახალ ინფორმაციებს“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google