სექტემბრის თვეში საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების 184 ფაქტი გამოვლინდა. მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა
კახეთში დაფიქსირდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 88 ფაქტი
გამოვლინეს. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 28 ფაქტი, იმერეთში - 18,
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, აჭარაში - 11, ქვემო ქართლში - 10,
შიდა ქართლში - 9, მცხეთა მთიანეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში
კი - 1.
სულ ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 265 მ3-მდე ხე-ტყე.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია
გადაგზავნილი.
მასალის გამოყენების პირობები