ველისციხის სკოლის მეცხრეკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ველისციხის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის დღეს სასწავლო პროცესი არ გაიმართება. შესაბამისი რეკომენდაცია სკოლამ მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნული კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ადგილზე ექიმთა ჯგუფი მუშაობს.
„მოგვცეს რეკომენდაცია, რომ დღეს ამ კლასის მოსწავლეები არ მისულიყვნენ სკოლაში. ბავშვებს ჩაუტარდებათ ტესტირება. ამჟამად ექიმთა ჯგუფი სკოლაშია გასული, რომ ადგილზე გაეცნენ მდგომარეობას. ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. საღამოს უკვე ველოდები რეკომენდაციას როგორ ვიმოქმედოთ შემდგომში. ამ დროისათვის არ დაკეტილა სხვა კლასები. “

ამ დროის მონაცემებით კახეთში კორონავირუსის სულ 68 შემთხვევა ფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google