ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ოქტომბრის მონაცემებით,
კახეთში 247 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
უწყების ინფორმაციით, ყველაზე დიდი რაოდენობით 74 ათასი ტონა
გურჯაანშია მოკრეფილი. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი სურათია:
ყვარელი - 60 ათასი ტონა, თელავი - 40 ათასი ტონა, სიღნაღი - 21 ათასი
ტონა, საგარეჯო- 17 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 16 ათასი ტონა, ახმეტა -
11 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 7,4 ათასი ტონა.
გადამუშავებული ყურძნიდან 166 ათასი ტონა რქაწითელი, 68 ათასი ტონა
საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის
ყურძენია. რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძნის გადამუშავების პროცესში
186 ღვინის საწარმო იყო ჩართული.
მასალის გამოყენების პირობები