როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

უწყების ინფორმაციით, 6-8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში დათბება და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 5-7 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. მაღალმთიან ზონაში ღამის საათებში შესაძლოა თოვლჭყაპი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 8 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 5-6 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი, 7-8 ოქტომბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google