კახეთში კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა
კახეთში, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვორნავირუსი მე-20 კადრირებული ბრიგადის ოფიცრის მეუღლეს აღმოაჩნდა, რომელიც მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ასევე, ვირუსი დაუდასტურდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მანტანში მცხოვრებ ქალსაც. 

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში სულ დაინფიცირების 70 შემთხვევაა გამოვლენილი.

| Print |
FaceBook Twitter Google