თუშეთის გზაზე სატვირთო მანქანა სიმაღლიდან გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფშაველი- აბანო- ომალოს გზაზე. სატვირთო მანქანა თუშეთიდან ბარში ბრუნდებოდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევას მახვერპლი არ მოჰყოლია. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, მან  ავტომობილიდან გადახტომა მოასწრო და ხეს მოეჭიდა. მამაკაცმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. 

ცნობისთვის, თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე დიდთოვლობის გამო, 6 თვის განმავლობაში იკეტება.

| Print |
FaceBook Twitter Google