ველისციხის მე-16 უბანი კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტდა
რამდენიმე დღის წინ, ველისციხეში მე-16 უბნის კომისიის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც ჩვენთან საუბარში N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა მადონა ჯავახიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის უბანი ჩვეულ რეჟმში განაგრძობს მუშაობას.
„მე -16 უბანი არ დაკეტილა და ამჟამადაც ჩვეულებრივ ფუნქციონირებს. პარტიის მხრიდან მოხდა კომისიის წევრების ცვლილება. მთლიანი შემადგენლობა, რომლებიც პირველ სხდომაზე იყვნენ გარკვეული დროის მანძილზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამჟამად უბანზე კომისიის ახალი წევრები ახორციელებენ უფლებამოსილებას.“

მისივე თქმით, შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და ამ დროისთვის არანაირი პრობლემა არ არსებობს.




| Print |
FaceBook Twitter Google