კორონავირუსის მართვაში ჩართულ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხელფასი 50 პროცენტით გაეზრდებათ
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50-პროცენტიანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს აქვთ საათობრივ ანაზღაურებაში.

მისივე თქმით, დეტალურად შეისწავლეს სახელფასო ფონდი და კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე პროცესში ჩართული ექიმების სხვადასხვა ჯგუფად დაყოფის საკითხი.
„დღეს ჩვენ მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პირველი ეხებათ ექიმებს, რომლებიც ჩართულნი არიან კორონავირუსის მართვის პროცესში და სწორედ მათი სამუშაო ანაზღაურების შესახებ არის ეს გადაწყვეტილება.
დეტალურად მოხდა გათვლა იმ სახელფასო ფონდის და ექიმების, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში. ისინი დაიყო ჯგუფებად და გუნდებად. ჩვენ დავთვალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ-ექიმთა, უმცროს ექიმთა და ექთანთა სახელფასო ანაზღაურება, ასევე ინფექციონისტების და თერაპევტების, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50-პროცენტიანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს აქვთ საათობრივ ანაზღაურებაში“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google