პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში რეანიმატოლოგთა ჯგუფი შეიქმნება
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს.

პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სწრაფად მოხდეს ინფიცირებული ადამიანის ტესტირება, სწრაფად მოხდეს მისი კავშირების დადგენა და ამ ხალხის იზოლაციაში სწრაფად გადაყვანა. ვთვლით, რომ რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფის გაკეთება იქნება სწორი. რა თქმა უნდა, კლინიკური ჯგუფის ის ცოდნა, რაც არის დაგროვილი, უნდა გამოვიყენოთ ყველამ“, - განაცხადა გახარიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google