თელავში სამარშრუტო ტაქსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, რომელსაც თელავი-კისისხევის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
მამაკაცი ამ დროისთვის ცხელების ცენტრშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თვითიზოლაციაში იმყოფება მისი მეუღლე.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში Covid-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 72 შემთხვევაა დაფიქსირებული.

| Print |
FaceBook Twitter Google