ველისციხის სკოლაში კორონავირუსი კიდევ სამ მოსწავლეს აღმოაჩნდა
კორონავიური გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის კიდევ სამ მოსწავლეს დაუდასტურდა. როგორც ჩვენთან საუბარში საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა განაცხადა, ამ დოისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი ოფიციალურად არ შეჩერებულა, თუმცა დღეს მშობლებმა ბავშვები სკოლაში არ გამოუშვეს.

„კიდევ სამი შემთხვევა გვაქვს, ორი იგივე მეცხრე კლასის მოსწავლეა და ერთი მეხუთეკლესელი, რომელიც პირველი ინფიცირებულის ძმა არის. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურიდან მაცნობეს, დღეს გვეცოდინება რა სირთულის მდგომარებაა და სკოლა სრულად გადავა სწავლების ონლაინ რეჟიმზე თუ ეს მხოლოდ მეცხრე და ახლა უკვე მეხუთე კლასებს შეეხება. ჩემი ინფორმაციით, სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამავე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც მთელი კლასი სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google