ახმეტაში ავარიისას დაშავებული 29 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 29 წლის ბიჭის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.
როგორც speqtri.ge-ს თელავის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

-"ჩატარდა ქირურგიული ჩარევა. იყო თავის ტვინისა და გულ-მკერდის დახურული ტრავმა, აღენიშნება ლავიწის მოტეხილობა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია,"-აღნიშნა ხათუნა ჭონიაშვილმა.

ცნობისთვის, ავარია სოფელ ახშანთან გუშინ ღამით მოხდა.


| Print |
FaceBook Twitter Google