გურჯაანის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან განახლდება
12 ოქტომბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. როგორც speqtri.ge-სთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა თევდორაშვილმა აღნიშნა, სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა ბაღი მზად არის.

„ჩვენ შევასრულეთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითაა გაწერილი. შემოსული იყო ინსპექტირების ჯგუფი, რომელმაც ყველა ბაღი შეამოწმა და შესრულებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, თანხმობა მოგვცეს სააღმზრდელო პოცესის განახლებაზე. შაბათ-კვირას უკვე ყველგან შევა საკვები პროდუქტი და 12 ოქტომბრიდან 36 ბაღი განაახლებს სააღმზრდელო პროცესს.“

მისივე თქმით, სასწავლო პროცესი მხოლოდ სოფელ გურჯაანის პირველ ბაღში არ დაიწყება, რადგან იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აქვე შეგახსენებთ, რომ ბაგის ახალი ჯგუფები მხოლოდ გურჯაანის მეორე ბაღში გაიხსნება.

| Print |
FaceBook Twitter Google