აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
დღეს 12:00 საათიდან სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რათა მხარეებმა ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები გაცვალონ.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შუამავლობით 10 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.
„ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლისას მხარეები წითელი ჯვრის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონკრეტულ პარამეტრებზე შეთანხმება დამატებით მოხდება“, - აღნიშნულია დოკუმენტის ტექსტში.

გარდა ამისა, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით დაიწყონ მოლაპარაკებები მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.  შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა.

| Print |
FaceBook Twitter Google