ველისციხის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადადის
ველისციხის საჯარო სკოლა 12 ოქტომბრიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადის. მიზეზი რამდენიმე დღის წინ სკოლაში დაფიქსირებული კორონავირუსია.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„მშობლების ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ მანდ საპანიკო არაფერი იყო , 22 ოქტომბრის ჩათვლით სკოლა გადავა ონლაინ სწავლების რეჟიმზე. ეს იმიტომ რომ მშობლები მშვიდად იყვნენ, თორემ მოცულობა არ არის საგანგაშო. “

შეგახსენებთ, რომ ველისციხის საჯარო სკოლაში კორონავირუსი ოთხ მოსწავლეს დაუდასტურდა.

| Print |
FaceBook Twitter Google