საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 12-14 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
უწყების ინფორმაციით, 15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google