სოფელ იყალთოში 37 წლის ახალგაზრდას მანქანა დაეჯახა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ქვეითს ავტომობილი იმ დროს  დაეჯახა, როდესაც გზის საპირისპირო მხარეს გადასვლას ცდილობდა.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული 37 წლის ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი მოტეხილობით და ტრამვული შოკით ცოტა ხნის წინ გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები. დაწყებულია გამოძიება.
| Print |
FaceBook Twitter Google