კახეთში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 11- ით გაიზარდა და 108-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 56 შეადგინა. რეგიონში COVID-19- ის სტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: თელავი -11; ახმეტა -19; ყვარელი -23; გურჯაანი- 15; ლაგოდეხი - 21;
დედოფლისწყარო -3 და სიღნაღი -16.

ამ დრომდე კორნავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა საგარეჯოში.

დაინფიცირებული 18 მოქალაქე ბინაზე მკურნალობს , 2 საკარანტინო ზონაში, 21  კი კოვიდმიმღებ კლინიკაში იმყოფება. 


| Print |
FaceBook Twitter Google