პრემიერი საჯარო და კერძო დაწესებულებებს დისტანციურ სამუშაოზე გადასვლისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მიმართავს, სადაც შესაძლებლობა არსებობს, მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე გადავიდნენ.
„ეს არის რეკომენდაცია. ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ყოველთვის ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ. ის, რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როდესაც ერთ ორგანიზაციაში 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, პრობლემაა. რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყროთ ჩვენს თანამშრომლებს, ვიზრუნოთ მათზე და უნდა აღვჭურვოთ იმ აუცილებელი საშუალებით, რათა ამ ხალხმა თავი დაიცვას “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


| Print |
FaceBook Twitter Google