გურჯაანის საავადმყოფოს ექთანი კორონავირუსით დაინფიცირდა
გურჯაანის ჯეო-ჯოსპიტალსის სამშობიარო განყოფილების ექთანს გეგმიური ტესტირების დროს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც  speqtri.ge-ს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა გელა ორველაშვილმა განუცხადა, მასთან კონტაქტში მყოფი სამი თანამშრომელი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.

-"სამი პირი იმყოფებოდა მასთან კონტაქტში, არაფერი საშიში არ არის, ამ პერიოდში პაციენტი არც ჰყოლიათ. სიმპტომები არ აღენიშნებოდა, როდესაც მუშაობდა,"- აღნიშნა ორველაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google