საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსი სოფელ ბადიაურის მკვიდრს, ახალგაზრდა ბიჭს დაუდგინდა, რომელიც თელავში, შემოსავლების სამსახურში მუშაობს.
თვითიზოლაციაშია დაინფიცირებული ახალგაზრდის დედა, რომელიც ბადიაურის საჯარო სკოლის პედაგოგია. როგორც seqtri.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ცუცქირიძემ განუცხადა, პედაგოგს ტესტს დღეს აუღებენ და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ კახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 46 ადამიანი დაინფიცირდა.






| Print |
FaceBook Twitter Google