გურჯაანის კულტურის ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანის კულტურის ცენტრის თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. დაინფიცირებული ახალგაზრდა ქალი დისტანციურად მუშაობდა და თანაშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.
-"ჩვენი სამსახური დისტაციურ რეჟიმზე იყო გადასული და შესაბამისად, ვისაც ვირუსი დაუდგინდა, ისიც დისტანციურად მუშაობდა. გასულ კვირას ერთი დღე მოვიდა მხოლოდ და ფაქტობრივად ჩვენთან შეხება არ ჰქონია, თავისი საქმე გააკეთა და წავიდა,"- აღნიშნა speqtri.ge-სთან კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ქაჩლიშვილმა.

დაინფიცირებული ახალგაზრდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ცხოვრობს. ჩვენი ინფორმაციით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

კორონავირუსი აღმოაჩნდა ასევე მისი ოჯახის წევრსაც.


| Print |
FaceBook Twitter Google