არჩევნები არ გადაიდება-გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში არჩევნები არ გადაიდება და ის კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება. როგორც მან განმარტა, ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთვევაში ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა, სრული წესების დაცვით. ამიტომ არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებებს. ეს ერთი და მეორე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ღიად. ერთადერთი, მოქალაქეებთან ერთად რასაც ვთხოვთ პოლიტიკოსებს,წესები დავიცვათ - ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ეს ხომ ასეთი რთული არ არის?! შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google