შემოვა გრიპის ვაქცინის 210 000 დოზა- ამირან გამყრელიძე
ეტაპობრივად შემოვა გრიპის ვაქცინის 210 000 დოზა, რომლითაც უნდა აიცრან რისკ ჯგუფებში მყოფი ადამიანები- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გრიპის ვაქცინის დამატებითი, 100 000 დოზა ნოემბრის პირველ რიცხვებამდე შემოვა.
„შემოდის 110 000 დოზა, რომელიც უკვე ნაყიდი გვაქვს და კიდევ ვიყიდეთ 100 000 დამატებით დოზა იგივე ფრანგული წარმოების, იგივე ვაქცინის 4 კომპონენტიანი, რომლებიც უნდა შემოვიდეს ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის პირველ რიცხვებში, რომლითაც დიდი რისკ ჯგუფები უნდა აიცრან ფართოდ. ესენი არიან 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, ვისაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი ყველა ბავშვებიც და მოზრდილებიც, ვისაც აქვს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ასთმა, ფქოდი და სხვა. კიდევ აიცრებიან სამედიცინო მუშაკები. დაახლოებით 40 000 დოზა ექნება კერძო სექტორს ამ თვის ბოლოდან“, - განაცხადა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google