ტექნოპარკის მშენებლობა დასრულდა
გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასრულდა. მერის პირველი მოადგილის, თემურ ზავრაშვილის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს კოსმეტიკური სამუშაოები და შენობის ინვენტარით აღჭურვა.
„სამი - ოთხის დღის წინ დასრულდა მშენებლობა. დაცვის პოილიციამ გადაიბარა უკვე ობიექტი. დასრულებულია განათება, ეზოს მოპირკეთება, გათბობის სისტემა, ვენტილაცია და ა.შ. უნდა ჩამოიტანონ აღჭურვილობა: ხმის გამაძლიერებელი სისტემა, ავეჯის ნაწილი და სხვა. მგფ-მა შეამოწმა მშენებლობა, რამდენიმე ხარვეზი აღმოჩნდა და ისიც გამოსწორდა. ამის შემდეგ გადაიბარებს მერია.“

მისივე თქმით, იგეგმება მომსახურე პერსონალის დატრენინგება, რომელიც ქვეყანაში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამო ფერხდება. ობიექტის გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.


| Print |
FaceBook Twitter Google