ბადიაურის სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში საჯარო სკოლის პედაგოგი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია speqtri.ge-ს საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ცუცქირიძემ დაუდასტურა.
-"დირექტორის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა. მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია და სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიყვანეთ," - აღნიშნა მანანა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსი ჯერ პედაგოგის შვილს დაუდგინდა, რომელიც თელავში, შემოსავლების სამსახურში მუშაობს.
| Print |
FaceBook Twitter Google