სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანებით, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა.

დოკუმენტის ახალი რედაქციის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ სკოლა დადგენილ ვადაში ვერ შეარჩევს სახელმძღვანელოს, გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო რესურსცენტრი მიიღებს. გარდა ამისა, თუ სკოლა გადაწყვეტს გრიფირებული სახელმძღვანელოს შეცვლას და ამას გარკვეული მოტივებით დაასაბუთებს, მას შესაძლებლობა ექნება სასურველი ავტორის სახელმძღვანელო მიიღოს.

ცვლილებების თანახმად, გრიფირების პროცესში, გარკვეული ვადით სახელმძღვანელოების მაკეტები საჯარო განხილვისთვის ღია იქნება და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლება აზრის დაფიქსირება.

| Print |
FaceBook Twitter Google